Friday, November 14, 2008

ფიტო რეცეპტები


გაცივების დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები
1.წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები 50 გრ.
ჩვეულებრივი ჟოლოს ნაყოფები 50 გრ.
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავწუროთ.
1 ჭიქა ცხელი მონახარში, გაცივების დროს, დავლიოთ ღამით.




2.ჩვეულებრივი ჟოლოს ნაყოფები 40 გრ.
ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები 40 გრ.
ჩვეულებრივი თავშავას ბალახი 20 გრ.
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.
1 ჭიქა ცხელი გამონაცემი, გაცივების დროს, დავლიოთ ღამით.



3.ჩვეულებრივი ჟოლოს ნაყოფები 15 გრ.
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები 15 გრ.
სამგანყოფილებიანი ორკბილას ბალახი 15 გრ.
ჩვეულებრივი თავშავას ბალახი 15 გრ.
გაზაფხულის ფურისულას ბალახი და ფესვები 10 გრ.
შავი ანწლის ყვავილები 10 გრ.
დიდი ოროვანდის ფესვები 20 გრ.
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავწუროთ.
1/2 ჭიქა მიღებული გამონაცემი, დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ (გაცივების დროს).






4.შიშველი ძირტკბილას ფესვი 40 გრ


წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები 60 გრ.


1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ (გაცივების დროს).







ამოსახველებელი და ხველების დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები


1.სამკურნალო ტუხტის ფესვი 30 გრ.
შიშველი ძირტკბილას ფესვი 30 გრ.
მაღალი კულმუხის ფესვი 30 გრ.
2 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ ორი ჭიქა ცივი წყალი. დავაყოვნოთ 8 საათი.
1/2 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ დღეში ოთხჯერ (ამოსახველებლად).



2.ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი 20 გრ
ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები 40 გრ.
დიდი მრავალძარღვას ფესვი 40 გრ.
1 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ, დავამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.
1/2 ჭიქა მიღებული სითხე ნახველიანი ხვე�ლის დროს დავლიოთ დღეში ოთხ-ხუთჯერ.





3.სამკურნალო სალბის ფოთლები 20 გრ


ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები 20 გრ.


ჩვეულებრივი ფიჭვის კვირტები 20 გრ.

სამკურნალო ტუხტის ფესვი 20 გრ.
შიშველი ძირტკბილას ფესვი 20 გრ.
1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ 20 წუთი, გავწუროთ.
1/4 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ ყოველ სამ საათში (ამოსახველებლად).


ყელის ტკივილისას

1 სუფრის კოვზ გვირილას, ამდენივე კალენდულას და ევკალიპტის ფოთოლს, ერთმანეთში ვურევთ, ვასხამთ 4,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 2 წუთს. ნახევარ საათს ვაყენებთ და შემდეგ ვწურავთ.
გამოვლებას ვიწყებთ 26 გრადუსი ტემპერატურის ნახარშით და თანდათან ტემპერატურას თითო გრადუსით ვამცირებთ, ისე, რომ 10 დღის შემდეგ სავლები სითხის ტემპერატურა 16 გრადუსი იყოს.ვივლებთ ყელში ამ ნახარშს.

წამალი ვარიკოზული ვენებისთვის

ავიღოთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ნაყოფი და ყვავილი, დავაქუცმაცოთ და დავასხათ 2 სუფრის კოვზი არაყი. 1 კვირის განმავლობაში დავდგათ სიბნელეში და პერიოდულად შევანჯღრიოთ. ვიღებთ 30 წვეთს ცოტაოდენ წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

ავიტამინოზის სამკურნალოდ და ძალ-ღონის აღსადგენად

ვიღებთ თანაბარი რაოდენობის (დაახლოებით 200 გრამ) ქიშმიშსა და შავი ქლიავის ჩირს, ნახევარ ჩაის ჭიქა ნიგოზს, ვურევთ ერთმანეთში და ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში. ვუმატებთ 5 სუფრის კოვზ თაფლს და კარგად ამოვურევთ. ვასხამთ მინის ქილაში და თავდახურულს ვდგამთ მაცივარში. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 1-ხელ სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში. შესაძლოა, მეტხანსაც.


სტომატიტის დროს

სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) დროს წვრილად დაჭერით 3-4 სადილის კოვზი ვარდის ფურცელი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. ნაყენი დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ პირში.